ვინ აიძულებს ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას? - კობახიძის ჰიპოთეტური ანალიზი და პასუხის გარეშე დარჩენილი კითხვები

11.05.22 15:51
ვინ აიძულებს  ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას? - კობახიძის ჰიპოთეტური ანალიზი და პასუხის გარეშე დარჩენილი კითხვები

ვინ  აიძულებს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას? - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ვიღაცას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ამით ქვეყნის ომში ჩათრევა სურს, თუმცა არაერთ შეკითხვის მიუხედავად, ვინ აიძულებს ამ გადაწყვეტილების მიღებას ოლიგარქს, კობახიძე დუმს.

 გუშინდელისგან განსხვავებით მმართველი პარტიის ლიდერი დღეს ამაზე მტკიცებით ფორმაში აღარ საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს ჰიპოთეტური დაშვება და ყველა მოვლენა ერთმანეთთან კავშირში აჩენს ეჭვებს რომ  ვიღაცას ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება სურს. 

"ოცნების" თავმჯდომარე არ პასუხობს კითხვას, ვინ შეიძლება იდგეს შვეიცარიული ბანკის უკან. ირაკლი კობახიძისგან ვერ მივიღეთ კითხვაზე პასუხი რატომ შეიძლება ივანიშვილის პლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაერთოს. 

ნაცმოძრაობასა და უკრაინის ხელისუფლებას უნდათ, ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში და არ ვერთვვებით. პირდაპირ არესტოვიჩი, დანილოვი, პოდოლიაკი, აქეთ მარგველაშვილი, უსუფაშვილი, გიგაური და ლომჯარია ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ საქართველო ომში ჩაერთვება და ჩვენ არ ვერთვებით. რომ ქონდეთ ამ ადამიანებს ამის რესურსი, რომ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდეს პოლიტიკაში, ყველამ იცის რომ მას აქვს განსაკუთრებული რესყრსი, ასეთი ჰიპოტეტური კონსტრუქცია აღვწერე. ჰიპოტეტური კონსტრუქცია არის რა - ვიღაცას უნდა შემოაბრუნოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, დაბრუნდეს ხელისუფლებაში , შანტაჟზე მაქვს საუბარი, რათა ქვეყანა ჩართოს ომში როგორც ხელისუფალმა"- თქვა კობახიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები