სააკაშვილის ჯანმრთელობა და გაფლანგული მილიონები - ჯანდაცვის მინისტრის მძიმე დღე პარლამენტში
მიხიელ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომაროება და ექსპრეზიდენტის საქმეში საერთაშორისო ექპერტების ჩართვა - ამ კითხვებზე პოზიციის დაფიქსირება დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუწევს. ზურა აზარაშვილი რამდენიმე საათია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი დაინტერესდა, ეჩვენება თუ არა მინისტრს მართებულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად საერთაშორისო ექპსერტების მოწვევა.
თქვენ, კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ვის დასკვნებს ეყრდნობით, როდესაც აფასებთ სააკაშვილის მდგომარეობას და გამოსავალი ხომ არ მდგომარეობს იმაში, რომ თუნდაც მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები?, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ესპრეზიდენთან დაკავშირებული კითხვების გარდა, ოპოზიციამ მწვავე კითხვები დასაქმების პრობლემაზე , მედიკამენტების ფასებსა და გაფლანგული მილიონებზეც დასვა.
საუბრობთ იმაზე, რომ კოვიდთან ბრძოლის დროს ეს მილიარდი ლარი შესაძლოა, არასწორად, არამიზნობრივად დაიხარჯა, აცნობიერებთ თუ არა, რომ ეს არის პასუხისმგებლობის დაკისრება არა მხოლოდ თქვენს წინამორვბედზე, არამედ პრემიერ-მინისტრზე, იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა კოვიდთან ბრძლა და ამ პარლამენტზე? - განაცხადა "ლელოს" წევრმა, ანა ანაცვლიშვილი.
ამ დროისათვის სხდომა ისევ კითხვების დასმის რეჟიმში მიმდინარეობს, საბოლოოდ ჯანდაცვის მინისტრს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.