ხურდა ფული ივანიშვილს - სამოქალაქო სექტორი ივანიშვილის სასახლესთან აქცია პერფორმანსს გამართავს

11.05.22 17:09
ხურდა ფული ივანიშვილს - სამოქალაქო სექტორი ივანიშვილის სასახლესთან აქცია პერფორმანსს გამართავს

ხურდა ფული ივანიშვილს  საქართველოს  მოქალაქეებისგან - შვეიცარული ბანკის მხრიდან მილიონებზე უარის  თქმის შემდეგ ქართველ ოლიგარქს დახმარებას სამოქალაქო აქტივისტები სთავაზობენ.

მოძრაობა ,,საქართველოსთვის" და ,,მიშას სექტორის" წევრები სპეციალურ ყულაბებში ხურდა ფულს აგროვებენ, რომელსაც ოლიგარქს ჭორვილაში ჩაუტანენ.

სამოქალაქო აქტივისტები საჩხერეში აქცია -პერფორმანსს გამართავენ.

ახლა ვუგროვებთ ფულს ბიძინა ივანიშვილს და მივდივართ ჭორვილაში. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასანქცირებენ იმის გამო, რომ ომში ჩართონ.

რა შუაშია ომში ჩართვა? ანუ შვეიცარიამ დაასანქცირა ივანიშვილი მილიარდით.

იმის გამო ხომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილი რომ ჰყავს ციხეში გამოკეტილი? იმის გამო ხომ არა, რომ რუსეთის დერეფანი გავხდით? - აცხადებთ სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია.

ადგილზე ჩასულ სამოქალაქო აქტივისტებს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები დახვდებათ-ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია უკვე პოლიციის ალყაშია.