"დამაბნეველი იყო" - დეგნანის პასუხი "ოცნების" თავმჯდომარეს

11.05.22 17:33
"დამაბნეველი იყო" - დეგნანის პასუხი "ოცნების" თავმჯდომარეს

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება "დამაბნეველი იყო". დიპლომატის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდდეს. 

დეგნანმა აღნიშნა, რომ ახლა დაყოფის დრო არ არის. 

შვეიცარული ბანკი კერძო კომპანიაა და ასეთი ტიპის კითხვები რა და რატომ ხდება იქ, სწორედ მათ უნდა დაუსვათ. რაც შეეხება კომენტარს - ეს იყო დამაბნეველი. ასეთი ტიპის კომენტარები, რომელსაც ფაქტობრივი ბაზისი, საყრდენი, საფუძველი არ აქვს, არ არის სასარგებლო და ქმნის დაბნეულობას. პირადად მე ამ ტიპის კომენტარმა დამაბნია. ახლა დაყოფის, დაპირისპირების დრო არ არის. ეს არის დრო როცა ყველა უნდა გაერთიანდეს"- თქვა დეგნანმა. 

"ოცნების" თავმჯდომარემ სკანდალური განცხადება გუშინ გააკეთა. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ შვეიცარიული ბანკი თანხას არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან ბიძინა ივანიშვილი "შანტაჟის" შედეგად იძულებული გახდეს პოლიტიკაში დაბრუნდეს და საქართველო ომში ჩაერთოს.  

"ქართული ოცნება" ეთანხმება პროსახელისუფლებო ექსპერტებს, რომ შვეიცარული კომპანიის უკან შეერთებული შტატები დგას.