სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი - კელი დეგნანი

11.05.22 17:44
სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი  - კელი დეგნანი

 სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი  - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. 

მისი თქმით, კლინიკაში გადაყვანას  უნდა მოჰყვეს მიუკერძოებელი შეფასება და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.

აქ მთავარი საკითხია ადამიანის ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია მან მიიღოს ის მკურნალობა რაც ესაჭიროება. სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი, რასაც შემდგომში უნდა მიყვეს მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა და ამ შეფასების შემდგომ შემდეგი ნაბიჯები უნდა განისაზღვროს. როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის იქნება თუ სხვა, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკითხი", - თქვა კელი დეგნანმა.