მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" მიიყვანეს
კლინიკა "ვივამედში" რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს. "ტვ პირველის" კამერამ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში შეყვანის დროს დააფიქსირა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ხნით დარჩება მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში. როგორც ცნობილია, მას კვლევები ჩაუტარდება. სავარაუდოდ, მას გადასხმებიც გაუკეთდება.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.