ე.წ. შუმოკი კლინიკაში - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილისთვის მოწყობილ ე.წ. შუმოკზე საუბრობს და პენიტენციური სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
რაც შეეხება ე.წ. შუმოკს გავრცელდა კადრები, სადაც საავადმყოფოში ჩანს ნიშნები იმ ძალიან ცუდი ქმედებებისა, რაც იყო უკვე განხორციელებული გლდანის დაწესებულებაში ე.წ. შუმოკის ნიშნები მე ვფიქრობ, რომ პენიტენციური სამსახური არის ინფორმირებული ამ ფაქტის შესახებ და უნდა იზრუნოს დაუყონებლივ მოგვარებაზე ამ პრობლემის. იგივეს გამეორება ნამდვილად დაუშვებელია. ბუნებრივია, ცხადი გახდება, რომ პენიტენციური სამსახური აორგანიზებს სწორედ მსგავს შემთხვევებს და ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითი პროტესტი უცნობი ადამიანების მიერ", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" დღს გადაიყვანეს. გადაყვანამდე გუშინ ღამითვე პალატებიდან უკვე ისმოდა ე.წ შუმოკები და პრეზიდენტის მისამრთით შეურაცხმყოფელი შეძახილები.