საოკუპაციო რეჟიმი შტურმისთვის ემზადება - უმძიმესი ღამე უკრაინაში

12.05.22 11:41
საოკუპაციო რეჟიმი შტურმისთვის ემზადება - უმძიმესი ღამე უკრაინაში

უკრიანა მასობრივი სარაკეტო იერიშს ელოდება, გენშტაბის ცნობით, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთი უკრიანის ქალაქებს დაბომბავს.

ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის გემების ჯგუფი მუდმივ მზადყოფნაში არიან და უკრიანა  ციდან და ზღვიდან ერთდროულად ელოდება შტურმს.

მშვიდი არც გასული ღამე ყოფილა - რთული ვითარება იყო მიკოლაევში, სადაც აფეთქებების არ შეწყვეტილაა, ამ დროის ინფორმაციით დაიწვა სავაჭრო ცენტრის პავილიონი.

ოკუპანტებმა ჩაცხრილეს სკოლა, ნოვგოროდ სევერსკში - არის მსხვერპლი, თუმცა ინფორმაცია ახლაც მოწმდებაა.  ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს რომ შემთხვევის ადგილზე ახლაც ექიმები და მაშველები მუშაოებნ.

გრძელდება სარაკეტო იერიში ხარკოვზე, ხარკოვის რეგიონის რამდენიმე სოფელი მათ შორის პესოჩინი გაზმომარაგების გარეშე არის დარჩენილი.  

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, რომელიც მარიუპოლში იბრძვის, ილონ მასკს სთხოვს "აზოვსტალიდან" ევაკუაციაში და იქ მოფების მესამე ქვეყანაში გაყვანაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან პოსტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

უკრაინამ რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა. ამასობაში კი აზოვის ბატალიონი ისევ შველას ითხოვას, მორიგ მიმართვას ავრცელებენ სამხედროები ბლოკირებული ქარხნიდან, სადაც მათ აღარს სამედიცინო საშუალებები აქვთ და სასწრაფოდ ითხოვენ დაჭრილების გაყვანას. გასული დღის განმავლობაში მათზე 38 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. მათ შორის 4-ჯერ იქნა გამოყენებული სტრატეგიული ბომბდამშენი. ასევე,  ქვემეხი არტილერია და  ტანკები