პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია - ბორის ჯონსონი
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რადიოსადგურ LBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ახლანდელ სიტუაციაში პუტინისთვის მონანიება ძალიან რთული იქნება. მართალია, რომ შეუძლებელი არაფერია, თუმცა, ამ მომენტში პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების ვერანაირ გზას ვერ ვხედავთ. არანაირი ხელახლა ნორმალიზაცია! დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა". - თქვა ჯონსონმა.