აქ ვერ უმკურნალებენ, არ აქვთ გამოცდილება - გიული ალასანია "ვივა მედში" მივიდა
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მისაღებად ინფორმაციას კლინიკა "ვივა მედთან" ელოდება. ალასანიას თქმით, მას არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან და მისი სურვილია, ადგილზე მოინახულოს მისი შვილი.
დამალობანას გვეთამაშებოდნენ მთელი ღამე, ბავშვობის მერე ასე არ მიმხიარულია. არც ეხლა ვიცი არაფერი, კარგია თუ მოიყვანეს, იმედი გამიჩნდა, ველოდები როგორც ყოველთვის ვარ მოლოდინის რეჟიმში. არავინ არაფერი არ იცის.სურვილი მაქვს ვნახო, იმედი აღარაფრის აღარ მაქვს, ყოჩაღ, საქართველო, რომ ესეთ ადამიანს ესე ექცევიან, ყოჩაღ! ექიმებისგან ვიცი, რომ ვერ უმკურნალებენ, 9 დიაგნოზი აქვს უკვე, აქ არ აქვსთ გამოცდილება მკურნალობის", - ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" დღეს დილით გადაიყვანეს. უცნობია, რა ტიპის კვლევები უტარდება მას ამ წუთებში.