"ვივა მედში" შესაძლებელია მხოლოდ მისი დასტაბილურება და შემდეგ ევროპის კლინიკაში გადაყვანა - სააკაშვილის პირადი ექიმი

12.05.22 13:16
"ვივა მედში" შესაძლებელია მხოლოდ მისი დასტაბილურება და შემდეგ ევროპის კლინიკაში გადაყვანა  - სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ კლინიკა "ვივა მედში" მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებაა შესაძლებელი, თუმცა მისი განკურნება ევროპის წამყვან კლინიკაში უნდა მოხდეს.  ნიკოლოზ ყიფშიძე "ვივა მედის" კლინიკაში მივა და სააკაშვილის  პირადად ნახვას შეცდება. ჯერჯერობით უცნობია,  მისცემენ თუ არა ყიფშიძეს მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლებას. 

როგორც იქნა მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ დაწესებულებაში. შესაძლებელი იქნება თუ არა მისი მთლიანი მკურნალობა და რეაბილიტაცია "ვივა მედში" მე ცოტა ეჭვი მეპარება. თუ მძიმედ არის ბატონი პრეზიდენტი "ვივა მედში" შესაძლებელია მისი დასტაბილურება და ამის შემდეგ გადაყვანა ევროპის რომელიმე წამყვან საავადმყოფოში. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ნახვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვისაც", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" დღეს დილით გადაიყვანეს. უცნობია, რა ტიპის კვლევები უტარდება მას ამ წუთებში.