ივანიშვილი შავ სიაშია, მსოფლიო მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით მოემართა - რომან გოცირიძე

12.05.22 13:25
ივანიშვილი შავ სიაშია, მსოფლიო მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით მოემართა - რომან გოცირიძე

ივანიშვილი შავ სიაშია - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, აცხადებს. მისი ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ ოლიგარქს ნახატების გამოტანისას პრობლემები შეექმნა და კიდევ სხვა მრავალი გარემოება ამძაფრებს ვარაუდს, რომ ივანიშვილი წინასასანქციო პერიოდში იმყოფება.

,,ქართული ოცნების" მთელი სახელმწიფო და პროპაგანდისტული აპარატი მუშაობს, მომართულია ივანიშვილის დასაცავად. ახლა არის პანიკა -პირველ განცხადებაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ შვეიცარიის ბანკი არ ასრულებს ივანიშვილის დავალებას და არ რიცხავს ფულს, მაგრამ მეორე განცხადებით აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა გაცილებით უარესია, იმიტომ რომ ნიუ-იორკიდან ნახატი ვერ გადმოაქვს, რომელიც 100 მილიონი ღირს. 

მათივე განცხადებით, ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. ანუ პოლიტიკური მოტივით მთელი მსოფლიო მოემართა ივანიშვილის წინააღმდეგ, ანუ სავ სიაშია. ასე რომ ვთქვათ, წინა სასანქციო პერიოდში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი და მასზე მიმდის სერიოზული დაკვირვება.- აცხადებს რომან გოცირიძე.