ქართველ ემიგრანტს იტალიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

12.05.22 13:39
ქართველ ემიგრანტს იტალიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

თავდასხმა ქართველ ემიგრანტზე -  იტალიაში სამუშაოდ მყოფ ინგა როსტიაშვილს ფიზიკურად დამსაქმებელი  გაუსწორდა. შემთხვევა 7 მაისს მოხდა, ქართველი ქალი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  დაზარალებული ამბობს, რომ  დაპირისპირების მიზეზი ხელფასი და შვებულების მოთხოვნა გახდა, რაზეც მან უარი მიიღო. ინგა როსტიაშვილი ოჯახში 2 წელი მომვლელად მუშაობდა. საქმეს კარაბინერები იძებენ. მის უფლებებს იტალიელი ადვოკატი იცავს. 

სტრესშია, ვერ საუბრობს, ეს სტრესი ადვილი არ არის. მოითხოვა შვებულება. მან მითხრა წინ მხარეს მომკიდეს ხელი თმებზე შემეხნენ და გამისწორდნენ ფიზიკურადო, საავადმყოფოში წაიყვანეს", - ამბობს დიასპორის წარმომადგენელი  ინგა სიხარულიძე.