ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, ჩემ მეუღლეს და შვილებს დახოცავენ - არესტოვიჩს ემუქრებიან
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ორი დღეა მას და მის ოჯახს ემუქრებიან:
" ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად"- თქვა არესტოვიჩმა „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, გადასამოწმებელია, რამდენად არიან აღნიშნული პირები, მებრძოლების ნათესავების წარმომადგენლები.
ისინი ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, ჩემ მეუღლეს და ჩვენს შვილებს დახოცავენ, დაცხრილავენ. არ გვაპატიებს, რომ ვსხედვართ კიევში და ჩამოვწერეთ „აზოვი“. თუმცა, მინდა, შევახსენე ამ კორესპონდენტებს, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებიან მესაზღვრეები, პოლიცია, სპეცდანაყოფი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. მათი ნათესავები რატომღაც არავის ემუქრებიან და ბრალსაც არავის სდებენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.