შესაძლოა, ვინმე დაინტერესებულია საქართველოში ომით - მიხეილ სარჯველაძე ივნიშვილის ტრანზაქციის შეფერხებაზე
ამერიკის ელჩის კრიტიკის შემდეგ ხელისუფლება უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარული ბანკის უკან ვაშინგტონი დგას, თუმცა სახელისუფლებო პარტია კვლავ განაგრძობს კამპანიას, რომ ოლიგარქის მიმართ შექმნილი ფინანსური პრობლემები პოლიტიკური შანტაჟია.
,,ქართული ოცნება" გამორიცხავს ვერსიას, რომ პარტიის დამფუძნებელს სანქციებისთვის ამზადებენ და ისევ ამბობს, რომ ეს ომის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაა.
სანქციები დაწესებული არ არის და ამის მიუხედავად, რაღაც შეფერხებები არსებობს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ ტრანზაქციაზე. რამ შეიძლება, ამაზე გავლენა იქონიოს?
ფაქტია, რაღაც ისე არ არის, როგორც ვიღაც შეიძლება, ლაპარაკობდეს მაგალითად იმ დაწესებულებებიდან, სადაც შესაძლოა, ეს პრობლემები იქმნებოდეს.
ყველაზე დამაჯერებელი და ლოგიკური ახსნა ამისა არის ის, რომ შეიქმნას გარკვეული კავშირები და მოტივაცია, რომ შესაძლოა, ვინმე დღეს დაინტერესებულია, რომ საქართველოში ომი დაიწყოს - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.