შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ დროს აღარ იყოს - გიული ალასანია

12.05.22 19:22
შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ დროს აღარ იყოს - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესადაა გართულებული.

გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივა მედი" უკვე დატოვა.

შემეშინდა! დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ნებისმიერ წუთს აღარ იყოს. ციხეში რომ ვნახე ბოლოს, მაშინაც არ დამრჩენია ასეთი შთაბეჭდილება. დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა.

საავადმყოფოში ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთი პაციენტი არ ჰყოლიათ. ძალიან მძიმე სურათი დამხვდა იქ. ჩემს შვილს არ აქვს ფერი და ყველანაირი ენერგია გამოცლილი აქვს. მე მაგალიტად, დღესვე გადავიყვანდი მას უცხოეთში. დაუყონებლივ უნდა დაიწყოს მისი სათანადო მკურნალობა, გადარჩენის პროცესი.

გუშინ სამჯერ დავეციო, ასე მითხრა  -  განაცხადა გიული ალასანიამ.