საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

12.05.22 20:31
საოკუპაციო რეჟიმმა  მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს. ყოფილი ძალოვანი, 35 წლის ბათუმელი ახალგაზრდა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზთან ახლოს, საოკუპაციო ხაზიდან 9 დეკემბერს გაიტაცეს. 

ახლობლები და თანამებრძოლები მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მიზნით აქციებს პერმანენტულად მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ ცხინვალის იზოლიატორში ჩხიკვაძე, როგორც ყოფილი სამხედრო,  არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო.