სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინას - ტრასი

13.05.22 10:20
სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინას - ტრასი

სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მან გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მარცხი უნდა განიცადოს, რათა მისი შემდგომი აგრესიის პრევენცია მოხდეს.

„პუტინი საკუთარ თავს მსოფლიოს მასშტაბით ამცირებს“,- განაცხადა ლიზ ტრასმა და აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრისგან არავითარი სარგებელი არ უნდა ჰქონდეს.

ტრასი კოლეგებს მოუწოდებს, გაიზარდოს უკრაინისთვის ნატოს სამხედრო აღჭურვილობაზე წვდომა.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დღეს შეხვდებიან მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს.