აჭარის მთავრობის მეთაურის საიდუმლო ვიზიტი - თორნიკე რიჟვაძე ლონდონში გაფრინდა

13.05.22 11:35
აჭარის მთავრობის მეთაურის საიდუმლო ვიზიტი - თორნიკე რიჟვაძე ლონდონში გაფრინდა

აჭარის მთავრობის მეთაური დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ იმყოფება. "პირველების" ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ლონდონში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, თუმცა ვიზიტის დეტალები დამალეს და მხოლოდ მას შემდეგ თქვეს რომ ლონდოშია რაც ამბავმა ჟურნალისტებამდე გაჟონა.  უცნობია, ვისი თვითმფრინავით გაფრინდა  ბათუმიდან ლონდონში. რატომ დამალეს რიჟვაძის ვიზიტი უცნობია. მას ლონდონში არც პრესსამსახურის თანამშრომლები წაუყვანია. 

გუშინ მოეწერა ხელი ძალიან მნიშვენლოვან დოკუმენტს, რითი გაფრინდა ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მას შემდეგ, როდესაც მოხდა შეხვედრა.", - აცხადებენ პრესსამსახურში. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რიჟვაძე ლონდონში ჩინელ ბიზნესმენებთან ერთად გაფრინდა. საუბარია იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც ე.წ. ჩინურ კვარტალს გოგოლის ქუჩაძე უკანონოდ აშენებენ. 

ეს ადამიანები რიჟვაძე იქნება თუ სხვა თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან საზოგადოებასთან, ამიტომაც არ აკეთებენ ხოლმე საქმის კურსში, როგორც ჩანს ღარიბაშვილმა, ივანიშვილმა იცის სად არის თორნიკე რიჟვაძე, მათი და მათი ბიზნესინტერესების ლობირებისთვის ის უამრავს მოგზაურობს. საერთოდ არ გვიკვირს, რომ ჩინელებთან ამ ტიპის კავშირშია თორნიკე რიჟვაძე. კარგად უნდ აგავხსოვდეს ყველას, რომ ეს ის ჩინურ-თურქული ჯგუფია, რომელიც ბათუმში აშსენებს ყველაფერს რასაც უნდა და სადაც უნდა", - ამბობს გიორგი კირთაძე. 

მსგავსი სიახლეები