"არსებობს ეჭვი, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცოცხალი არაა" - რა მდგომარეობაში ყავთ ოკუპანტებს გატაცებული ქართველი

13.05.22 11:57
"არსებობს ეჭვი, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცოცხალი არაა" - რა მდგომარეობაში ყავთ ოკუპანტებს გატაცებული ქართველი

ქართველი ჯარისკაცი ცხინვალის ყველაზე მკაცრ ციხეში გამოკეტეს.რუსი ოკუპანტების ტყვეს მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ სასამართლომ 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უცნობია.ყოფილი ჯარისკაცის მდგომარეობა. ღარიბაშვილის მთავრობა დუმს. ჩხიკვაძის თანამებძოლები, ყოფილი ძალოვნები ოცნების ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. არ გამორიცხავენ რომ ყოფილი ჯარისკაცი არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყოს, რადგან არც ერთ ე.წ სასამართლო პროცესზე მამუკა ჩხიკვაძე არ მიიყვანეს.

ეჭვი არის, რადგან არც პროცესი ჩატარებულა არც არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია არ არის მის შესახებ,ეჭვს იწვევს, რომ მამუკა არ არის ცოცხალი ან ჯანმრთელობის მხრივ არის ცუდ მდგომარეობაში.ვაანონსებთ აქციებსაც, არ გავჩერდებით", - ამბობს მისი თანამბერძოლი.

35 წლის ბათუმელი ახალგაზრდა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზთან ახლოს, საოკუპაციო ხაზიდან 9 დეკემბერს აბუსრდული ბრალდებით დააკავეს. მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა გუშინ შეუფარდეს.