ხიფათი არსებობს როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან - მმართველი პარტიის ექსპერტი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი საფრთხეშია
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ექსპერტი მამუკა არეშიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს საფრთხე ემუქრება. მამუკა არეშიძე ოლიგარქს გერმანული თვითმრფინავით მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა და მტრები სწორედ ამიტომ გამოუჩნდნენ.
შეიძლება დაზიანებულიც არის ის ვერტმფრენი ვიღაცის მიერ. ეს ხიფათი არსებობს, მათ შორის დასავლეთში არსებული პოლიტიკური წრეები და რუსეთში არსებული პოლიტიკური წრეები. რაღაც პოლიტიკური წრეები ბარიკადის ორივე მხარეს არის, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდათ. ბარიკადის ორივე მხარე გულისმხობს დასავლეთის ზოგიერთ ძალასაც და რუსეთშიც ზოგიერთ ძალას", - ამბობს მამუკა არეშიძე.
მამუკა არეშიძემ სამთავრობო მედიის საშუალებით გააჟღერა, რომ ივანიშვილი საფრთხეშია. ანტიდასავლურ რიტორიკას უკვე შეუერთდნენ მმართველ პარტიაში, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა სიფრთხილე ნამდვილად უნდა გამოიჩინოს, რადგან ბევრი მტერი ჰყავს.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება საკმაოდ უსაფუძვლო, უსამართლო, მე ვიტყოდი სახეზეა, რასაც ვხედავთ და საკმაოდ ორკესტრირებულად გამოიყურება. ამიტომ რა საკვირველია სიფრთხილე მართებს მასაც და არამარტო მას შექმნილ სიტუაციაში. არ ჩაგვითრიონ ომში, არ გადმოვიტანოთ ცეცხლი საქართველოში, თუკი ამას ივანიშვილი უშლის ხელს და ეს ვირაცის ინტერესებშია, რა თქმა უნდა ივანიშვილიც უნდა გაუფრთხილდეს თავს", - ამბობს გია ვოლსკი.
ბექა დავითულიანი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემქურება და მას ამის შესახბე ინფორმაცია არ აქვს.
არავითარი მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია, არც საფუძველს ვხედავ იმისას, რომ ესეთი დასკვნები გამოვიტანო, ამ საფრთხეს ვერ ვგრძნობ, ვერ ვხედავ და საფუძველი რა აქვს ვერ გეტყვით, პასუხის გაცემა არ შემიძლია რაზე საუბრობს მამუკა არეშიძე", - ამბობს ბექა დავითულიანი.