არ ვიცი, ჩაუტარდა თუ არა კვლევები - ნიკოლოზ ყიფშიძეს კლინიკაში კვლავ არ უშვებენ

13.05.22 13:16
არ ვიცი, ჩაუტარდა თუ არა კვლევები - ნიკოლოზ ყიფშიძეს კლინიკაში კვლავ არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, ამ დრომდე არ არის ინფორმირებული, რა გამოკვლევები ჩაუტარდა პაციენტს კლინიკა "ვივა მედში". ყიფშიძე ექიმების პასუხს კლინიკასთან ამ დრომდე ელოდება. ის მიხეილ სააკაშვილთან შესვლას და მონახულებას ითხოვს. 

პირველი რეკომენდაცია ჩემთვის არის, რომ შევიდე და ვნახო, ნახევარი დღე გავიდა და არავინ არაფერს მეუბნება. დეკემბერში გითხარით, რომ საჭიროა გადაყვანა რაც შეიძლება, ჩქარა, მაგრამ გავიდა 4 თვე და არაფერი არ ხდება. ნამდვილად არ ვიცი, ჩაუტარდა თუ არა კვლევები, საერთოდ არაფერი არ ვიცი", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.