თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენ ქვეყანაზე - ღარიბაშვილი ჟურნალისტებს
"თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენ ქვეყანაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე", - თქვა ღარიბაშვილმა.