ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციამ გორის მერისთვის ახალი მრჩევლის დანიშვნა გააპროტესტა

13.05.22 15:41
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე -  ოპოზიციამ გორის მერისთვის ახალი მრჩევლის დანიშვნა გააპროტესტა

ხმაური და ჩხუბი გორის საკრებულოს სხდომაზე- დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ოპოზიციამ გორის მერისთვის ახალი მრჩევლის დანიშვნა გააპროტესტა და საკრებულოს სხდომა დატოვა. მანამდე კი ოპონენტები ვლადიმერ ხინჩიგაშვილის მოსვლას ითხოვდნენ. მათ აინტერესებდათ, სად გაქრა ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან, თუმცა, მერმა ოპონენტები კვლავ მოატყუა და სხდომაზე არ გამოცხადდა

ხინჩეგაშვილი იმალება, მას ეშინია საკრებულოს წევრებთან, ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან შეხვედრის. გარკვეული ფობია ჩამოუყალიბდა. სამაგიეროდ, გამოგვიგზავნა წინადადება, რომ მას კიდევ ერთი მრჩეველი ესაჭიროება - განაცხადა გორის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა .

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გორის მოჭიდავე მერს 3 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 2 მოადგილე ჰყავს. რაც შეეხება ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარის გაქრობას, ამ ,,საუკუნის ქურდობას" ამ დრომდე იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

პარალელურად გორის მერიაში საკადრო წმენდა მიმდინარეობს, ხინჩეგაშვილი თანამშრომელებს ათავისუფლებს, მათ შორის, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსსაც.