მთავრობის განსახილველი არ არის- ღარიბაშვილი ცდილობს, ივანიშვილისგან დისტანცირდეს
მთავრობის საქმე არ არის ბიძინა ივანიშვილის პრობლემები- ირაკლი ღარიბაშვილი მის პოლიტიკურ ნათლიმამას ემიჯნება. პრემიერი აშკარად ცდილობს ივანიშვილისგან დისტანცირებას, თუმცა ამბობს, რომ კითხვები, რომელიც ქართველი ოლიგარქის უსაფრთხოებასა და დასავლეთის მიერ ივანიშვილის ტერორზე ჩნდება, ლეგიტიმურია.
ყველა ის კითხვები, ლეგიტიმური კითხვები, რაც დაისვა და ადვოკატების მხრიდან გაჟღერდა, რომელიც უკავშირდება ბანკის საქმიანობას, მე ამ თემებში არ შევალ, ეს მთავრობის განსახილველი არ არის. მაგრამ ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით.
მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი. თუ დამატებით ბატონი ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ და როგორც ვიცი, პრესკონფერენციებიც შესაძლოა, გაიმართოს, მჯერა, რომ ბატონი ბიძინა დამატებით ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.