ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს - ზურაბიშვილი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას არ გამორიცხავს

13.05.22 15:02
ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს - ზურაბიშვილი სააკაშვილის  უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას არ გამორიცხავს

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის  უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას არ გამორიცხავს.სალომე ზუარბივილი რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასმულ კითხვებს გაურბოდა დღეს თქვა რომ ეს იმაზეა დამოკიდებული როგორი იქნება კვლევის შედეგები.

ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელი არის ყველა შემთხვევაში ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი გაკეთებული იყოს, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას. თავისთავად სანამ ეს არ არის დადასტურებული ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება", - თქვა ზურაბიშვილმა.