კლინიკა "ვივა მედში" სააკაშვილის ადვოკატი მივიდა

13.05.22 15:17
კლინიკა "ვივა მედში" სააკაშვილის ადვოკატი მივიდა

მიხეილ სააკაშვილის სანახავად კლინიკა "ვივა მედში" მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე მივიდა.  თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს. 

სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია, შევეცდები, რომ გავარკვიო", - თქვა თუთბერიძემ.

შოთა თუთბერიძე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სიცრუეში ამხელს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრაქტიკა საქართველოში არსებობს. 

პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის პრაქტიკა არსებობს, არ ვიცი რატი ბრეგვაძეს რატომ არ აქვს ინფორმაცია არაერთი პატიმარი გამგზავრებულა საზღვარგარეთ, უფრო მეტსაც გეტყვით ისევე როგორც ხელისუფლების მრალჩინოსნებს აქვთ უფლება, რომ გამეგზავრონ საზღვარგარეთ მკურნალობის კურსისთვის, ან გამოკვლევებისთვის, ისევე ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება იგივე პროცედურები გაიაროს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.