შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ამიტომ მანამდე გთხოვთ, მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს - ღარიბაშვილი

13.05.22 15:26
შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ამიტომ მანამდე გთხოვთ, მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს - ღარიბაშვილი

"შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერების კითხვები და აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით მას არ  აინტერესებს.

არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ამიტომ მანამდე გთხოვთ, რომ მადროვეთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა პრემიერმა.