ბრიტანეთმა პუტინის ახლო გარემოცვა დაასანქცირა - 12 კაციანი სია ცნობილია

13.05.22 15:31
ბრიტანეთმა პუტინის ახლო გარემოცვა დაასანქცირა - 12 კაციანი სია ცნობილია

აშშ-ს შემდეგ  რუსეთის მმართველს და მის გარემოცვას მძიმე ფინანსურ წნეხში გაერთინებული სამეფოც აქცევს. 12 კაციანი სია ცნობილია.  ბრიტანეთმა პუტინის საყვარელ ქალს,  ალინა კაბაევას, პუტინის ყოფილი ცოლს და მისი ახლო ნათესავებს სანქციები დაუწესა. 

სანქცირებულთა სიაში მოხვდა რომან პუტინიც, რომელიც რუსეთის უშიშროების კადრია. მან ბრენდი "PUTIN CONSULTING"-იც დააარსა და ლონდონის ბირჟაზე ოპერირებდა. სიაში არიან იგორ და მიხეილ პუტინებიც. მიხეილ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილის შვილია. 

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის აგრესიის შესაჩერებლად, სანქციები ერთადერთი საშუალებაა.