"მიმდინარეობს კლინიკური კვლევები" - ნინო ნადირაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვერაფერს ამბობს

13.05.22 17:04
"მიმდინარეობს კლინიკური კვლევები" - ნინო ნადირაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვერაფერს ამბობს

„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი  თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკა "ვივა მედი" ვერ ამბობს რამდენ ხანში დაუსვემენ მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზს. კლინიკის დირექტორი ვერ საუბრობს, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  ნადირაძე  ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემა როდესაც ყველა სამედიცინო კველვა დასრუდელდება.

ნადირაძე განმარტავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს კვლევები უტარდება, კონკრეტული დასკვნების შესახებ კი, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტის ნებართვა ექნებათ.

ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა.ზოგადად, ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის უპირველესია, მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის - არ ავნო. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მერწმუნეთ,ჩვენ  ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს, როცა გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები დაიდება, რა თქმა უნდა, პაციენტის ნებართვით, შემდეგში გავასაჯაროვებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ნადირაძემ.