საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს

13.05.22 17:48
საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს

საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც მსოფლიო ლიდერები სასურსათო უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ, მონაწილეობას უკრაინა და მოლდოვა მიიღებს, თუმცა, საქართველო-არა.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო მსოფლიო დღის წესრიგში აღარ არის. 

დიდად სამწუხაროა, რომ ფორუმზე არავინ იმყოფება. საინტერესო იქნება ხელისუფლების ახსნა-განმარტება, რატომ არ იყო მიწვეული ჩვენი ქვეყანა, ან თუ მიიწვიეს, რატომ არ ჩავიდნენ. ან რეალურად, რა არის იმის ახსნა-განმარტება, რატომ არის გათიშული საქართველო ყველა საერთაშორისო პროცესისგან. - აცხადებს ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

სამიტის მონაწილეები ოდესის პორტში შექმნილ ვითარებას განიხილავენ, სადაც ჩაკეტილია მილიონობით ტონა ხორბალი და ის უცხოურ ქვეყნებს ვერ მიეწოდება. ამის გამო მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის, აფრიკის კონტინენტს, შიმშილის საფრთხე ემუქრება.