პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი წაიყვანოს - გიული ალასანია

13.05.22 18:14
პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილი წაიყვანოს - გიული ალასანია

პოლონეთი მზად არის, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივა მედში" შესვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, პოლონურ კლინიკაში მსგავსი ტიპის ავადმყოფობის მკურნალობის შესატყვისი გამოცდილება აქვთ.

მქონდა შეხვედრა პოლონეთის საელჩოში, მითხრეს, რომ ყველაფერი მზად აქვთ, რომ გამოგზავნონ პრეზიდენტის თვითმფრინავი და წაიყვანონ. გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის. - განაცხადა გიული ალასანიამ.