დააბრუნებენ თუ არა სააკაშვილს ციხეში - ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან იმიტირებულ პროცესზე საუბრობს
მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანას ოპოზიცია მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მსგავსად, იმიტირებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დასავლეთის თვალის ასახვევად მიიღო და ის პრემიერ - ღარიბაშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რის შემდეგაც მესამე პრეზიდენტს ისევ ციხეში დააბრუნებენ.
ეს შესაძლოა, იყოს იმიტაცია სააკაშვილის მკურნალობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეშფოთების ხელისუფლების მხრიდან. პრეზიდენტ სააკაშვილს სჭირდება მესამე ქვეყანაში გაყვანა. ეს ადამიანი რომ არ მოკვდეს ამ ქვეყანაში ჯანდაცვის უფლების გარეშე, მნიშვნელოვანია მოხდეს მისი გაყვანა იმ ქვეყანაში, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას მის ჯანმრთელობაზე. ჩემი ინფორმაციით, ამისთვის მზადაა პოლონეთის ხელისუფლება, რომელიც აიღებს პრეზიდნტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას და არა მხოლოდ პოლონეთ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნები არიან მზად პრეზიდენტ სააკაშვილის მსიაღებად, - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
პარლამენტის "რეფორმების" ჯგუფის წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაში სამკურნალოდ გადაყვანა, მკვლელობაზე ღიად ხელმოწერი ტლფასია.
ის, რომ ვთქვათ, შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდეს თუნდაც ბრიუსელს, მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, არის მდგომარეობა მძიმე ამ სიმძმეს სჭირდება ადექვატური სერვისის მიღება და არა პიარ კამპანიები თუ ასეა. პიარ-კამპანიით ადმაიანი უკეთესად ვერ გახდება, მდგომარეობა დამძმდება, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, თუ ასეა და ასე ფიქრიბენ, რომ მოვეშვათ ადამიანის სიცოცხლით მანიპულაციას .. მაგამ არ მგონია დამძიმებული ადამიანი გადაიყვანონ, ეს იქნება ღიად მკვლელობაზე ხელის მოწერა, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
მიხეილ სააკაშვილის ამ დროისათვის კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება, სადაც მას შესაბამისი კვლევები უნდა ჩაუტარდეს.