რატომ არ მიიწვიეს საქართველო G7 სამიტზე - კობახიძე მომხდარს პოზიტიურ მოვლენად აფასებს
"ქართული ოცნება" ბედნიერია, რომ საქართველო G7-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერების გვერდით არ მიიწვიეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს შეეცადა საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ არსებულ ვითარებაში პოლიტიკურ ბორტს მიღმა დარჩენა კარგია. ირაკლი კობახიძის მტკიცებით სამიტზე ის ქვეყნები მიიწვიეს, ვინც ომშია ჩართული. მისი თქმით, ყველას, ვინც იმის გამო წუხს, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე საქართელო არ მიიწვიეს, ქვეყანაში ომი სურს.
მიზეზი არის ის, რომ ომს არ უკავშირდება საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, მიზეზი არის ძალიან პოზიზიტიური რატომაც ჩენ არ ვესწრებით G7-ს არის ის, რომ ჩენ არ ვართ დაკავშირებული ომთან განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან. შესაბამისად, ის ადმაინები, ვინც წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი წუხან ასევე იმის გამო, რომ საქართელოში დღეს არ არის ომი. ეს არის რეალობა. ეს არ არის მარტო რაღაც პარალელი. თქვენ ნხაეთ, რომ გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას მოჰყვა კონრეტული პოლიტიკური პარტიის, ომის პარტიის ძალიან აღშფოთებული განცხადებები და ისინი პირდაპირ დაესხნენ თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამ შემთხვევაში, გერმანიის საელჩოს. ეს არის მათი ხელწერა, ეს არის მათი ბუნება და ეს არის ძალიან სამწუხარო, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც მსოფლიო ლიდერები სასურსათო უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ, მონაწილეობა უკრაინამ და მოლდოვამაც მიიღეს.