ე.წ. რეფერნდუმი ოკუპირებულ ცხინვალში - კობახიძე ხელისუფლების გეგმებზე არ საუბრობს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერუნდუმს არ აღიარებს, თუმცა რა ნაბიჯებს დაუპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ამ ქმედებას, ირაკლი კობახიძე არ ამბობს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩენ არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავსირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავყვებით ზუსტად იგივე ხაზს, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების პროცესი დაიწყო. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.