სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით, ქალ პოლიტიკოსს სერიოზულად არ აღიქვამდნენ - წულუკიანი
ვიცე- პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე წინა ხელისუფლება გაარიტიკა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას "ბინძური" უწოდა. წულუკიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მმართველობის დროს ქალ პოლიტიკოსებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ამის შეცვლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხდა.
გავიხსენებ ალბათ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როდესაც ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი. ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი ნორმა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მოკრძალებულ კანონს, რომელიც უცხოელების ზეწოლის ქვეშ იყო თავის დროზე წინა ხელისუფლების მიერ მიღებული, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უფლებებს ოჯახში, სამსახურში და პოლიტიკაში. ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალები კანდიდატები ყოფილიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული, ეს გახლდათ სწორედ ბიძნა ივანიშვილი, - აღნიშნა წულუკიანმა.