თუ პენიტენციური ჩათვლის საჭიროდ, რომ დაბრუნდეს სააკაშვილი რუსთავში, დააბრუნებს - კალაძე
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს. კახა კალაძის თქმით, თუ პენიტენციური დაწესებულება ჩათვლის საჭიროდ, რომ მესამე პრეზიდენის რუსთავში დაბრუნოს, ის ამას გააკეთებს.
არის ჩვეულებრივი პატიმარი, მას აქვს 6 წელი მისჯილი, რაც აუცილებლად მოუწევს, რომ მოიხადოს, სხვა დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება. ის ამ დროისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში, ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა პენიტენციურმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ, რომ დაბრუნდეს რუსთვშიი დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, - განაცხადა კალაძემ.