ავიაბიზნესი, გია ვოლსკი და 50 000 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან - "შაბათის" ეთერის ხმაურიანი გამოძიება

14.05.22 21:22
ავიაბიზნესი, გია ვოლსკი და 50 000 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან - "შაბათის" ეთერის ხმაურიანი გამოძიება

ავიაბიზნესი, გია ვოლსკი და 50 000 000 ლარი საქართველოს ბიუჯეტიდან -  "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ვოლსკი, ძმაკაცის ბიზნესის "დაკრიშვაშია" მხილებული. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდის მორიგი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ გია ვოლსკის უახლოეს მეგობარს, ამირან მანჯავიძის კუთვნილ კომპანიას საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან დიდი  ფულს უხდის, იმის მიუხედავად რომ პირობების დარღვევის გამო ერთხელ კონტრაქტიც გაუწყვიტეს და შავ სიაშიც მოხვდა ის ისევ ბაზრის მონოპოლისტად იქცა.

ირკვევა ისიც, რომ კომპანიაში რომელსაც ნატახტარის აეროდრომიდან თითო მგზავრის გადაყვანისთვის ბილეთის ფულის ნახევარზე მეტს საქართველოს მთვარობა უხდის, გიორგი ვოლსკის ცოლი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს. 

ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე მთავრობა ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ვოლსკის ძმაკაცის კომპანიას 75 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.  2018 წელს კი აეროპორტების გაერთიანებამ  შპს აკეარ ჯორჯიასთან 49 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.

მილიონების მიღებამდე გიორგი ვოლსკის ახლო მეგობრის კომპანიას პრობლემები ჰქონდა, თუმცა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის ლობირებით მთავრობა მისთვის დიდი ფულის მიცემას მაინც აგრძელებს  - აი ფაქტები : 2014 წლიდან დღემდე, აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების განვითარებისთვის სულ 70 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამი ტენდერი ვოლსკის მეგობრის კომპანიამ მოიგო, არადა 2017 წელს თითქმის 11 მილიონიანი კონტრაქტის დადებიდან 8 თვეში, „სერვისეირმა“ დამკვეთს მისწერა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასში მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდა, რაც „გაერთიანებამ“ ვალდებულებების დარღვევად მიიჩნია და ხელშეკრულება შეწყვიტა. კომპანიას 150 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და „სერვისეირს“ ერთი წლით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

ვოლსკის გარემოცვის წევრები შაბათის ეთერს უყვებიან,  ამირან მანჯავიძეს პრობლემები მაშინ გია ვოლსკი მოუგვარა.  რამდენიმე თვეში დაჯარიმებულ და შავ სიაში მანჯავიძე ახალ კომპანიას "აკეარ ჯორჯიას" აფუძნებს და გამარტივებული წესით 3 მილიონ 200 ათას ლარიანი ხელშეკრულებას უფორმებენ.

ვრცლად ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება