სად არის პირველი ლედი?
სად არის პირველი ლედი? - როცა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში ქალების როლი ახალ და ახალ ძალებს იძენს, საქართველოში ეს ინსტიტუცია უფუნქციოდ დატოვეს.
ამერიკის პირველი ლედი უკრაინაშია, პოლონეთის პირველი ლედი უკრაინელ ბავშვებს საკუთარი თვითმფრინავით ევროპის კლინიკებში დაატარებს, რას აკეთებს ამ დროს საქართველოს პირველი ლედი, რა მოიმოქმედა ნუნუკა თამაზაშვილმა საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად?!
ვინ არის მათთვის პირველი ლედი -"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ეკო მაღრაძემ ეს კითხვა ქართველ კანონონმდებლებს დაუსვა, შეკითხვამ კი, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარე დავხვით, ქართული ოცნების დეპუტატები ამ კითხვამ უკიდურესად დააბნია.
კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილია, რაც იმას ნიშნავს რომ პირველი ლედი მისი ცოლი - ნუნუკა თამაზაშვილია.
პირველი ლედი ნუნუკა თამაზაშვილი საზოგადოების წინაშე არასდროს ჩნდება. არავის ახსოვს მისი აქტიურობა საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითებზე. როდესაც მთელი მსოფლიოს ქალები პოლიიკაში მშვიდობისთვის დაობლებული უკრაინელი ბავშვების და ომს გამომვლილი მომავალი თაობისთვის იბრძვიან, "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, გამოხატა თუ არა რაიმე ფორმით სოლიდარობა, ნუნუკა თამაზაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ, თუმცა პრემიერის ცოლმა "ტვ პირველის" არცერთ კითხვას არ უპასუხა.