დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა, შედეგებს იგრძნობს ყველა - ლავროვი
"დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ტოტალური ჰიბრიდული ომი დაიწყო - განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
ლავროვი ირწმუნება, რომ დასავლეთს რუსეთის იზოლირება არ გამოუვა, რადგან, მისი მტკიცებით, რუსეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ინდოეთთან და ალჟირთან.
"კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ, ცხადია, შედეგებს იგრძნობს ყველა, გამონაკლისის გარეშე". - თქვა ლავროვმა.