რამდენი მილიონი იშოვეს ქართული ოცნების დეპუტატებმა ბოლო ერთ წელიწადში?

14.05.22 21:42
რამდენი  მილიონი იშოვეს ქართული ოცნების დეპუტატებმა ბოლო ერთ წელიწადში?

"ქართული ოცნების" მილიონერმა დეპუტატებმა ბოლო ერთ წელიწადში დოვლათი კიდევ უფრო გაზარდეს - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე მაკა ანდრონიკაშვილმა ჩაატარა. 

რამდენი მილიონი იშოვეს პარლამენტის მილიონერმა დამატებით ბოლო 1 წლის განმავლობაში? - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტის ამ კითხვას პარლამენტში სრული დაძაბულობა მოჰყვა.

გამდიდრების ამბავს "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი ისე საგულდაგულოდ მალავდა, რომ კამერის გავერდის ავლის მცდელობისას ლამის კიბიდან დაგორდა, ზოგიერთი დაიმალა, ზოგმაც რეპორტიორები დაწყევლა.