მოსკოვის ახალი გეგმა - "ალტ ინფო" ქართველ სპორტსმენებს ჩეჩნეთში წვრთნებზე აგზავნის
"ალტ ინფოს" სკანდალური აღიარება - პრორუსული დაჯგუფება ღიად ამბობს, რომ საქართველოში სპორტსმენებს კარდაკარ აგროვებენ და ჩეჩნეთში საგანგებო მისიით წვრთნებზე აგზავნიან. ირკვევა, რომ ქართველ სპორტსმენებს გადამზადების კურსებს "კადიროვის" აკადემიაში უტარებენ.
პირველადი ინფორმაციით, მოსკოვი საქართველოში ე.წ. ჩეჩნური პროექტის გახორციელებაზე გადავიდა. არსებული ინფორმაციით, ათობით ქართველი სპორტსმენი ამ წუთებშიც ჩეჩნეთში იმყფება და სწავლებას კადიროვის მიერ დაარსებულ აკადემიაში გადის.
ასეთი ინფორმაცია არ არის სწორი. ეს სპორტსმენები ხან გერმანიაში დადიან გადამზადებაზე, ხან იგივე გროზნოშიც და ხან სად და ხან სად... ამჟამად არ ვიცი ვინ იმყოფება, მაგრამ ვიცი, რომ კი აპირებენ წასვლას. ერთმანეთთან მჭიდრო უერთიერთობა აქვთ და ხან ისინი ჩამოდიან აქეთ, ხან ესენი ჩადიან იქით, ეს ჩვეულებრივი მომენტია...კადიროვთან ამას არაფერი კავშირი არ აქვს თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უბრალოდ კლუბია დაარსებული მის მიერ, - ამბობს "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი კოკა მორგოშია.
ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" ხელმძღვანელი გიორგი ქარდავა საგანგებო მისიით მოსკოვში გაემგზავრა. ამ დროისათვის ის კრემლში შეხვედრებს მართავს. ამასთან , ირკვევა, რომ სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოსკოვში რუს პოლიტიკოსებთან შესახვედრად "კონსერვატორიული მოძრაობის" სრული შემადგენლობა გაემგზავრება.