როდესაც ამბობ, რომ მშვიდობის გამო მონობისთვისაც მზად ხარ, ეს სისხლისღვრას მოგიტანს - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" თავმდჯდომარე დიდი შვიდეული სამიტზე საქართველოს არმიწვევის საკითხს ეხმიანება და ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. გიგი ბოკერიას თქმით, საქარველოს მთავრობის ჩრდილში ყოფნას ქვეყენას მხოლოდ საფრთხეს უქმნის.
"თუ არ გამოვჩნდებით, მაშინ შეიძლება გადავრჩეთ" - ყველაფერი არის პირიქით, ხალხო. პუტინი, როცა კი შანსი ექნება, თავს დაგვესხმევა და თუ ჩვენ არ ვემზადებით ამ საფრთხისთვის და სიგნალს არ ვაგზავნით, რომ აქ მყარი პოზიცია დარჩება და დასავლეთი მხარს გვიწერს და დაცულები ვიქნებით, მაშინ ეს საფრთხე იზრდება. მოწვევასავით არის, როდესაც შენ ამბობს, რომ ოღონდ მშვიდობა იყოს და ყველაფერს დავთმობო, ეგ მშვიდობას კი არ მოგიტანს, მოგიტანს სისხლისღვრას, სისხლის გუბეებს და თუ იძახი, რომ თუნდაც მონობა გვქონდეს თუ მშვიდობა იქნება, მონობაზე უფრო მეტი სისლის მომტანი არაფერია, - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დიდი შვიდეულის სამიტზე არ მიიწვიეს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც მსოფლიო ლიდერები სასურსათო უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ, მონაწილეობა უკრაინამ და მოლდოვამაც მიიღეს.