სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა - მეუფე ნიკოლოზი
პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. სასულიერო პირი შეხვედრის დროსა და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამით ყველა მადლიერი უნდა იყოს.
პატრიარქი შეხვდა პრემიერ-მინისტრს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ ამ საუბრის, შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ადამიანი ამისთის, ყველა: ოჯახის წევრიც, საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, საფრთხე, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთალყურეობის ქვეშ იქნება, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
სასულიერო პირმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის პოლიტიკურ საკითხებშ ჩართვა აუცილებელი არ არის, რადგან მთავარი საკითხი, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ეხება, გარკვეულწილად, მოგვარდა.
არ არის საჭირო პატრიარქის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრის შედეგი იყო, რომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა შეხვედროდა? ოჯახის წევრებს რატომ უნდა შეხვედროდა? ამიტომ არ უნდოდათ შეხვედრა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო?, - ამბობს სასულიერო პირი.