პატიმრობა, ჯარიმა თუ თავისუფლება - ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

16.05.22 09:11
პატიმრობა, ჯარიმა თუ თავისუფლება - ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

პატიმრობა, ჯარიმა თუ თავისუფლება - ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს, რამდენიმე წუთში გამოაცხადებს. "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს "რუსთავი2"-ის საქმეზე ასამართლებენ. რამდენიმე საათში სასამართლო იტყვის, გამოიყენა თუ არა გვარამიამ "რუსთავის2-ის" დირექტორობის დროს უფლებამოსილება ბოროტად. 

ნიკა გვარამიასთან ერთად საქმეს კიდევ ორი ბრალდებული, კახა დამენია და ზურაბ იაშვილი ჰყავს. 

11 მაისს  ნიკა გვარამია, მისივე სასამართლო პროცესზე, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, მოსამართლის წინაშე ემოციური სიტყვით წარსდგა. გვარამიამ ახლობლებს სთხოვა, მასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიედენტ სალომე ზურაბიშვილს არასდროს არაფერი სთხოვონ, რადგან "არათავისუფალი" ადამიანი თავისუფალს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს".

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ასევე ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას დაპირდა.

ნიკა გვარამიამ ასევე, მეუღლეს და "მთავარი არხის" გუნდს მიმართა და უთხრა, რომ ქვეყნის ბედი მეტწილად მათზეა დამოკიდებული.