გადაწყვეტილება მიღებულია - მოსამართლემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

16.05.22 10:16
გადაწყვეტილება მიღებულია - მოსამართლემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე განაჩენი ცნობილია -  "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორი "რუსთავი2"-ის საქმეზე  მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მედიამანაჯერს 50 000 ლარი ჯარიმა მიუსაჯა დააკისრა და ციხეში 3 წლითა და 6 თვის ვადით გაუშვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების განკარგულება გასცა.

უფრო კონკრეტულად, გვარამია  ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვის ეპიზოდზე გამართლდა.  ლაშა ჩხიკვაძემ გაფლანგვის მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. საბოლოოდ, "მთავარი არხის" დამფუძნებელს  2015 წლის ეპიზოდზე 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე პატიმრობა.

რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას, ჩხიკვაძემ ზურაბ იაშვილი გაამართლა,  მის მიმართ არსებული გირაო გააუქმა და ქონებაზე დადებული ყადაღა მოხსნა.

კახა დამენია ცნობილ იქნა დამნაშავედ, მას  50 ათასი ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.