იმის ნაცვლად, რომ 5 ივლისის მოძალადეები დაეკავებინათ, გვარამია "რუსთავი 2"-ის ოქროს ხანისთვის დასაჯეს - ვატო წერეთელი
ქვეყანას დასავლეთისკენ გზა მოუჭრეს - ასე აფასებს "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის სასამართლო დარბაზში დაკავების ფაქტს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას 5 ივლისის მოძალადეები დაესაჯა, დააკავა მედიამენეჯერი, რომლის სახელსაც "რუსთავი 2"-ის ოქროს ხანა უკავშირდება:
რეალურად, ნიკა გვარამიას დაჭერა ამ ქყეყნის დასრულებაა. ევროპისკენ გზა, დასავლეთისკენ გზა... აქ სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია. იმის ნაცვლად, რომ 5 ივლისის მოძალადეები დაეკავებინათ, ნიკა გვარამია დაისაჯა იმის გამო, რომ "რუსთავი 2"-ის ოქროს ხანა ეკუთვნის ნიკა გვარამიას. როცა ყველაზე კრიტიკული გენერალურ დირექტორს დააკავებ, ქყეყანას დასავლეთისკენ გზა მოუხსეს"- განაცხადა წერეთელმა.
რუსთავი 2-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამია ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვის ეპიზოდზე გამართლდა. ლაშა ჩხიკვაძემ გაფლანგვის მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. საბოლოოდ, "მთავარი არხის" დამფუძნებელს 2015 წლის ეპიზოდზე 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე პატიმრობა.