ბრძოლა გრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“ გააგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას - გაბუნია
"დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, იქცა უბრალოდ დაშინებული ძალადობის ქვეშ მყოფი არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად"- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, "მთავარი არხი" ბრძოლას გააგრძელებს. "მთავარი ახრის" მენეჯერი აცხადებს, რომ ტელევიზია ფუნქციონირებას გააგრძელებს.
სამწუხაროდ, არც ენა, არც მამული, არც სარწმუნოება, აღარ არის ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები. ვხედავთ, არ გვაქვს არც მამული, დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს არც ენა, იმიტომ რომ წერაკითხვაც აღარ ვიცით წესიერად, ან თუ ვიცით ვიყენებთ ამას დასახლეჩად ჩვენი ქვეყნის და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად და სარწმუნოებაც სამწუხაროდ ფარსად იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში...
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის არამარტო ნიკას თავისუფლებისთვის, სახელმწიფომ ასე ქნა, ასე მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“ და ნიკა გვარამია გახადა სწორედ ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად, სამწუხაროდ.
ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“ გააგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“ - განაცხადა გაბუნიამ.