ხელისუფლებამ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა - ნიკა გვარამიას ადვოკატი

16.05.22 11:41
ხელისუფლებამ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა - ნიკა გვარამიას ადვოკატი

"თითქოს რაღაც ნაწილში გაიზიარა და ვიღაცები გაამართლა, რეალურად ამ საქმის არსი იყო გვარამიას წინააღმდეგ დევნის წარმოება და რა გადაწყვეტილებაც ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნებოდა მიღებული, იქნებოდა გაჟღერებული მოსამსართლის მხრიდან"- ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. 

სინამდვილეში, ჩვენ დღეს ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, იმ გლობალურ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ... ხელისუფლებისთვის მიუღებელი ყველა პირი იდევნება“"- აღნიშნა ადვოკატმა.