"ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება" - გვარამიას ცოლის პირველი კომენტარი

16.05.22 11:47
"ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება" - გვარამიას ცოლის პირველი კომენტარი

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. 

გვარამიას ცოლი ამბობს, რომ "თავისუფლებისთვის ბრძოლას აპირებს". 

ჩემთვის ძალიან რთულია, გულწრფელად, არ ველოდი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, როცა სკოლიდან გამოვლენ, რომ გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება"- განაცხადა ლილუაშვილმა. 

ნიკა გვარამია სასამართლოს დარბაზში დააკავეს.  კრიტიკული მედიის მენეჯერი სასამართლომ ციხეში 3 წლითა და 6 თვით გაუშვა.